ეროვნული ლიგა. II ტური: "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მოუგო

AutoSharing Option
11 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის II ტურის მატჩი გაიმართა. თბილისურ დერბიში "ლოკომოტივმა" "დინამოს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ნოდარ ქავთარაძემ 57-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი დევდარიანის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, კახა კაჭარავას გაწვრთნილი "დინამოსთვის" კი პირველი წაგებაა მიმდინარე ჩემპიონატში.

ტურის კიდევ სამი მატჩი მოგვიანებით დასრულდება.

ეროვნული ლიგა. II ტური
11.03. თბილისი. "მიხეილ მესხი".
ლოკომოტივი-დინამო(თბ) 1:0

გოლი: 1:0 ქავთარაძე (57).
ლოკომოტივი: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია (61,  რევაზ ჩიტეიშვილი),
ირაკლი სიხარულიძე, ნოდარ ქავთარაძე, მამია გავაშელიშვილი (67, დავით სამურკასოვი), გიორგი დიასამიძე, ირაკლი კომახიძე (72, გიორგი კიკნაძე), თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი გაბაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დავით უბილავა.
დინამო: სერგი ლიტოვჩენკო, ბოგდან მიშენკო (87, გიორგი ზარია), ლაშა თოთაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული (64, ოთარ კვერნაძე), ბექა მიქელთაძე, გიორგი პაპუნაშვილი (73, გიორგი კუცია), ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გველესიანი.
გაფრთხილება: ნოდარ ქავთარაძე (31), ნიკა ჭანტურია (40), გიორგი გველესიანი (48), მამია გავაშელიშვილი (66), თეიმურაზ ღონღაძე (87).
მკითხველის კომენტარები / 10 /
tu ar mogcons nu caikitxav .mixede shen qartuls .ikneb aramak qartuli klaviatura .jer gaige da mere ipropesore .
kkkk
21:28 11-03-2017
0
გულშემატკივარისთვის სამწუხაროა როდესაც მისი საყვარელი კლუბი აგებს, თუმცა უკვე ქართული ფეხბურთის საზომად დინამო და მისი ფეხბურთელები არ გამოდგება, ამისთვის უკვე არსებობს ეროვნული ნაკრები. სხვა შემთხვევაში კი თუ სხვა ქართული კლუბები მოუმატებენ და ბრძოლაში დაამარცხებენ დინამოს თუ სხვას, ეს მხოლოდ ქართულ ფეხბურთს წაადგება. მხოლოდ ესე, ძლიერ კონკურენციაში და მეტოქეობაში აიწევს ეროვნული ჩემპიონატის და მასში მოღვაწე ფეხბურთელ-მწვრთნელების კვალიფიკაცია. წარმატებები ქართულ სპორტს და ქართულ ფეხბურთს !
dave
20:41 11-03-2017
0

სიახლეები პოპულარული