სავარაუდო ტრანსფერი: საბა ლობჟანიძე "სამტრედიაში"?

AutoSharing Option
"ტრანსფერმარკტის" ცნობით, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე "სამტრედიაში" გადავიდა.

"ლელოსთვის" ამ მოლაპარაკების ფაქტი ცნობილი იყო - ვერ გეტყვით, ვინ ვის ელაპარაკა და როდის, მაგრამ "სამტრედია" რომ საქართველოს ნაკრების კანდიდატით დაინტერესებული იყო, ეს დანამდვილებით ვიცოდით. მაგრამ გერმანულმა ინტერნეტსააგენტომ იჩქარა - ცნობის გადამოწმება "სამტრედიაში" ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით, ლობჟანიძეზე სიახლე არაფერია.

აქვე ვიტყვით, რომ 22 წლის ფეხბურთელი "ოლიმპსა" და "საბურთალოში" გია ცეცაძესთან იზრდებო
და და ქვეყნის ჩემპიონის დამრიგებელი მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. "დინამოს" თავკაცმა კახა კაჭარავამ კი ლობჟანიძე ძირითადი გუნდის ვარჯიშებს ჩამოაშორა და 19-წლამდელთა მწვრთნელის, ვლადიმერ კაკაშვილის დაქვემდებარებაში გაამწესა...

არადა, ლობჟანიძე გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო - "ჩიხურას" მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა. ამას გარდა, ითამაშა ეროვნულ ნაკრებში უზბეკეთსა და იორდანიასთან იანვრის სპარინგებში. მეტიც - უზბეკეთთან მან გოლითაც გამოიჩინა თავი...

"დინამომ" ამ თემაზე დაწვრილებით სეზონისწინა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. თბილისურმა გრანდმა უარყო ბრალდება, თითქოს მომხდარის მიზეზი ლობჟანიძის კონტრაქტი ("დინამოსთან" ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება) იყო. როგორც გაირკვა, ლობჟანიძემ "დინამოს" პირობები წაუყენა - მატჩების 75% ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა...

დაუდასტურებელი ტრანსფერის მიუხედავად, ქვეყნის ჩემპიონი ლობჟანიძის გადაბირებით მაინც დაინტერესებულია და იმედია, საქმე ისე მოგვარდება, არც კლუბის ინტერესი შეილახება და არც - ნაკრების კანდიდატისა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები საბა იმედია ნაკრებშიც გიხილავთ:)))
ლაშა
10:53 09-03-2017
0
საბას ადგილი საჩხერეშია, ცეცაძემ სხვა ეძებოს.
ფრუიძემ გამოზარდა და უფრო ახლოს იცის ეს ბიჭი, ევროპალიგისათვის ის უკეთ გამოადგება ჩიხურას,ვიდრე სამტრედიას.
Jango
15:38 08-03-2017
0

სიახლეები პოპულარული