ეროვნული ლიგა. I ტური: "დინამომ" და "ლოკომოტივმა" მოგებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის 1-ლი ტურის 2 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ცუდად დაიწყო, მაინც მოიგო. თბილისელთა კარში მატჩის პირველივე წუთზე პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძემ იყოჩაღა და თორნიკე თარხნიშვილს აუღო. ბათუმელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლეს - მე-10 წუთზე თავი თეიმურაზ შონიამ
გამოიჩინა, 31-ე და 42-ე წუთებზე კი თბილისელთა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღეს, 18:00 საათზე, ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.