ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა "სამტრედიამ" გახსნის მატჩში ქულები დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მარტს, საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

10-გუნდიანი ეროვნული ლიგის პირველი ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის პირველი გოლი დავით რაჟამაშვილმა მიითვალა. სამტრედიელთა გარემარბმა მატჩის მე-19 წუთზე შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:0.

სამტრედიელთა უპირატესობის მიუხედავად, "შუქურამ" შესვენებამდე შეძლო გათანაბრება - 41-ე წუთზე, სტუმართა "სტანდარტულის" შემდეგ თავი ლევან საბაძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ქობულეთელები კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრმა 68-ე წუთზე მეორე
გაფრთხილების გამო მოედნიდან ჯეფინიო გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში გია ცეცაძის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს და ქულები დაკარგეს.

პირველი ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი კვირას, 5 მარტს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა.  I ტური
სამტრედია-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (19), 1:1 ლევან საბაძე (41).
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (კ), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია, 82), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი, 60), გიორგი მჭედლიშვილი.
შუქურა: აზამატ ჯიოევი (კ), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელაძე (გიგა მამულაშვილი, 64), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია, 90+5), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე, 87), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა.
გაფრთხილება: გოგიაშვილი (15), ართმელაძე (25), სანდოხაძე (30), ჯეფინიო (39, 68), რაჟამაშვილი (55), ჯაფარიძე (90+3),
გაძევება: ჯეფინიო (68)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

სხვა მატჩები
5 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =7 -7, 38:28

თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
55: +37 =11 -7, 123:40
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე, ომარ გოგონაია, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 18:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =3 -6, 12:22
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 4:9
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 30 /
cecas gashveba undat xmebi dadis da amit samtrediiis gundsac dagupaven. atasgvar chorebs ukrian da vigaca kisers waitexavss vatyob. daanebet cecadzes tavi
vato
16:37 05-03-2017
0
სამტრედიაში უყვართ ფეხბურთი და სტადიონიც ხშირად ივსება. ესეთ გულშემატკივარს ნამდვილად ეკუთვნის კარგი გუნდი. ღირსეული ჩემპიონია. იმედია, არც წელს იქნება აუტსაიდერი...
tngh
11:41 05-03-2017
0

სიახლეები პოპულარული