ეროვნული ლიგა. I ტური: დღეს სამტრედიაში ახალი ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
დღეს, 4 მარტს, სტარტს აიღებს საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ეროვნული ლიგის პირველი ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 14:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

პირველი ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი კვირას, 5 მარტს ჩატარდება.

ახალ ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშება 4 წრედ ჩატარდება. გულშემატკივარს ტურის ხუთივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლება.

- XXIX სტარტი - როგორ ხვდებიან გუნდები ჩემპიონატს, "ლელოს" პროგნოზი

3 მარტს ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გაიმართა. ჩემპიონატთან დაკავშირებული სიახლეები მედიის, კომერციული სექტორისა და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ გააცნეს.

- ეროვნული ლიგის პრეზენტაცია: ახალი საიტი და სატელევიზიო პროექტი

ეროვნული ლიგა. I ტური
04.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +4 =1 -1, 12:6
დისკვალიფიკაცია
გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია) - კობა შალამბერიძე (შუქურა)

05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =7 -7, 38:28

05.03. თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
55: +37 =11 -7, 123:40
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე, ომარ გოგონაია, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)

05.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 18:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =3 -6, 12:22
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)

05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 4:9
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია არბიტრმა ტორპედო არ დაჩაღროს!
გოგი ქუთაისელი
11:15 05-03-2017
0

სიახლეები პოპულარული