თბილისის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში ტულის "არსენალთან" დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 25 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისის "დინამომ", რომლის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის გუნდი, ტულის "არსენალი" იყო. მატჩი "არსენალის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში თბილისელებმა გახსნეს - ბექა მიქელთაძის დარტყმის შემდეგ მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი გიორგი კუციამ იყოჩაღა. ამის მერე "არსენალმა" ანგარიში ჯერ გაათანაბრა, მატჩის ბოლო წუთზე კი მეორეც შეაგდო და თამაში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე კახა კაჭარავას გუნდმა ბელეკში შეკრებაზე უკვე ჩაატარა სამი მატჩი და სამივე მოიგო
- ლუცკის "ვოლინთან" (4:0), დონეცკის "ოლიმპიკსა" (1:0) და ბორისოვის ბატე-სთან (2:0).

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დინამოელები თურქეთში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 28 თებერვალს, ყირგიზულ "აბდიშ-ათასთან" გამართავენ, მომდევნო დღეს კი სამშობლოში დაბრუნდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომეწონა დინამო მიუხედავად წაგებისა.მაგარი ბიჭრბი არიან და რამე თუ არ გამოიგონა დინამოს მთავრობამ:)წარმატებას მივახწევთ.
xoneli
22:11 25-02-2017
0

სიახლეები პოპულარული