გორის "დილა": გაგოშიძე დაიმატეს, "როსტოვის" ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" ამხანაგურ მატჩში "როსტოვის" მეორე გუნდს დაუპირისპირდა. "დილამ" მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა. გოლი ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ შეკრების პირველ მატჩში გორელებმა ანალოგიური ანგარიშით (ლეონარდოს გოლი) მოლდოვური "მილსამი" დაამარცხეს.

სხვა გორულ სიახლეთა შორის აღსანიშნავია 23 წლის მარცხენა მცველის, მალხაზ გაგოშიძის ტრანსფერი. ეს ფეხბურთელი გულშემატკივარს "ზესტაფონიდან" უნდა ახსოვდეს, რის შემდეგაც "სამგურალსა" და "ზუგდიდშიც" ითამაშა.

კიდევ ერთი ინფორმაცია ის არის, რომ უკანახაზელი რომარიკ ეტუ, რომელმაც გასული სეზონი კარგად ჩაატარა, გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული