თბილისის "დინამოში" სერბი ფეხბურთელი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" აგრძელებს მზადებას მომავალი სეზონისთვის.

ბელეკში იმყოფება და გუნდში სინჯებს გადის 27 წლის სერბი მარჯვენა მცველი - სლავკო ლუკიჩი.

"ცრვენა ზვეზდას" სკოლის აღზრდილი სერბულ "სმედერევოში", მაკედონიურ "სუტიესკაში", ალბანურ "ტეუტასა" და "ფლამურტარში" გამოდიოდა.

ასევე, მას სხვადასხვა დროს სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებში იწვევდნენ. სლავკო, სავარაუდოდ, დღევანდელ ტესტმატჩში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მეტოქე დღეს ლუცკის "ვოლინი" იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
27 წლის კაცი რომლის კლასი უნდა გაისინჯოს დინამოში რა იქნება?
კაი აქ ვერ პოულობთ, უნიჭოები და სუსტები ვართ. მაგრამ ანგოლა,ბრაზილია,გაბონი,დანია,ეთიოპია,ვენესუელა ზიმბაბვე და "თუნდაც" სერბეთი სავსეა სწრაფი ჯანიანი ბავშვებით როგორ დავიჯერო უჩას ან ამას ვერ აჯობონ ჰმ?

არ გინდათ ძმაო თქვენ ისევ გუნდის შექმნ ა და რაღაცეებს ფინაჩობთ ისევ
ზიპas
13:57 15-02-2017
0
სდინამომ სატრანფერო პოლიტიკა ვერ გამოასწორა
vv vv
22:29 14-02-2017
0

სიახლეები პოპულარული