თბილისის "დინამო" და კახა კაჭარავა სიტყვიერად შეთანხმდნენ

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის "დინამოს" კახა კაჭარავა გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თავად კაჭარავამაც დაუდასტურა. 50 წლის სპეციალისტი დღეს, 13 თებერვალს, თბილისური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მართალია, კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ.

"შევხვდი კლუბის ხელმძღვანელობას და სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ხვალ უკვე "დინამოს" თურქეთში შევუერთდები, დანარჩენს კი, მათ შორის კონტრაქტის პირობებს, მოგვიანებით თავად კლუბი გაგაცნობთ", - გვითხრა კაჭარავამ.

კაჭარავა "დინამოს" 2006 და 2009-11 წლებში წვრთნიდა. ამის მერე მან "ზესტაფონსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იმუშავა. 50 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი კი
"ცხინვალია", სადაც ის 2013 წელს მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
არც ტორპედოში მომწონს სიტუაცია.2 თვის უკან დავწერე რომ ოსტაპ ბენდერის რიგითი ავანტიურა არის, არც სპონსორი გაახარეს, და არც ნორმალური შემტევი უკვე 28 წელი არ არის გუნდის რიგებში.
გოგი ქუთაისელი
11:20 14-02-2017
0
დინამოა თუ წნორის მილანი? რა ნამუსი აღარ აქვთ. რა არის ან მწვრთნელის მოყვანა რა იყო ან გაშვება? კაროჩე ამათი შემხედვარე სულ დავიკიდე ქართული კლუბები და ფეხბურთი!!!
dima
09:38 14-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული