საქართველოს სუპერთასი მარტვილში გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს სუპერთასი მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.