"სამტრედიამ" გიული მანჯგალაძის დუბლით "ჟალგირისს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულმა "სამტრედიამ" თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ვილნიუსის "ჟალგირისთან" გამართა და ანგარით 2:1 გაიმარჯვა.

გია ცეცაძის გუნდში დუბლით გიული მანჯგალაძე გამოირჩა, რომელმაც ჯერ 38-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, კომპენსირებულ მეორე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სიდეში დაბანაკებულმა "სამტრედიამ" საკონტროლო მატჩში ბულგარულ "დუნავის" მოუგო (1:0), ლვოვის "კარპატისთან" კი 0:2 დამარცხდა.

სამტრედიელები შეკრებას 14 თებერვალს, უკრაინულ "ოლეკსანდრიასთან" სპარინგით დაასრულებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Gamixardeba yvela qartuli klubis carmateba magram arc ertis ar mjera satranspero politikidan gamomdinare (??? shercxvebian evrosarbielze simartle esaaa:-(:-(:-(......
Dato
22:00 11-02-2017
0
ზალიან კარგი
Tata
21:24 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული