ოფიციალურად: ლაშა თოთაძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლაშა თოთაძე ოფიციალურად დაიმატა. კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

ლაშამ პირველი შეკრება უკვე გაიარა "დინამოსთან" ერთად და ოთხივე ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა.

28 წლის მცველი "დინამოში" 2014-15 წლების სეზონში ასპარეზობდა. სხვადასხვა პერიოდში კი "გაგრას", "დიორ ეტოს", "ლომბარდ პაპას", გორის "დილას", ბათუმის "დინამოს", "საბურთალოს" და ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ფოტო: fcdinamo.ge
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით