ფოთის "კოლხეთმა" სერბი მეკარე ბოიან ბრაჩი ჩამოიყვანა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" კიდევ ერთი საინტერესო ლეგიონერი ჩამოიყვანა - სერბი მეკარე ბოიან ბრაჩი.

27 წლის ტანმაღალი (191 სმ) მეკარე წყალტუბოს "სამგურალთან" საკონტროლო შეხვედრისას (1:1) მეორე ტაიმში გამოჩნდა და ფოთელები რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა.

მან კარიერა კულას (სერბეთი) "ჰაიდუკში" (2005-07) დაიწყო, მერე თამაშობდა სომბორის "რადნიჩკში" (2007-08) და ისევ "ჰაიდუკში" (2008-13) დაბრუნდა.

2013 წელს ბრაჩი რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ კრაიოვას "უნივერსიტატეაში" ჩაირიცხა და ამ გუნდის შემადგენლობაში 34 შეხვედრა ჩაატარა.

ბრაჩის "კოლხეთში" ჩარიცხვის საკითხი ფოთელთა თურქული შეკრების შემდეგ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"