"სამტრედია" სიდეში დაბინავდა, სამი მეტოქე ცნობილია, მეოთხე ირკვევა

AutoSharing Option
31 იანვარს, გამთენიისას, "სამტრედია" მოსამზადებელი შეკრებისთვის თურქეთში გაემგზავრა და ანტალიასთან ახლოს, პატარა ქალაქ სიდეში დაბინავდა.

გია ცეცაძის
გუნდი იქ ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ბულგარეთის "დუნავთან" (2 თებერვალი), ლიტვის ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისთან" (10 თებერვალი) და უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან "ოლექსანდრიასთან" (14 თებერვალი). დასაზუსტებელია მხოლოდ მეოთხე გუნდი, რომელსაც ჩვენი ჩემპიონი 6 თებერვალს დაუპირისპირდება.

ცეცაძემ ანტალიაში ის შემადგენლობა იახლა, რაც ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შემდეგ. სხვა სიახლეები შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. სიდეში დაბანაკებულმა "სამტრედიამ" შუადღემდე დაასვენა, საღამოს კი ცეცაძემ გუნდი
ჩვეულებრივად ავარჯიშა.

გუნდის მცველი გიგი მჭედლიშვილი ჩემპიონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით გახარებულია:

"დაიწერა, თითქოს, სხვა ვარიანტები მქონდა. რეალურად, მოლაპარაკება არც არავისთან მქონია, რადგან გუნდში დარჩენა მსურდა. იმიტომ, რომ კარგი გუნდი ვართ, შეკრული, ერთსულოვანი და აქ თამაში მიხარია. ბოლოს და ბოლოს, "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ეს დიდი სტიმულია.

რა თქმა უნდა, ასევე დიდი სტიმული ის იყო, რომ კვლავ გია ცეცაძესთან ვიმუშავებდი. მან უკვე დაამტკიცა, რომ ფეხბურთელების კარგი მომზადება და სტიმულირება შეუძლია და ყველას გახსნას ახერხებს.

ამავე დროს, ბიჭების ფაქტორმაც იმოქმედა - ჩვენ არა მხოლოდ გუნდელები, მეგობრებიც ვართ, ერთმანეთის გვერდით თამაში და ვარჯიში გვსიამოვნებს. იმედია, ერთად სამტრედიელ გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გავახარებთ", - ამბობს მჭედლიშვილი.

ცნობილია, რომ გუნდი დატოვეს ბუდუ ზივზივაძემ, ბაჩანა არაბულმა, ლაშა შერგელაშვილმა, დაჩი ცნობილაძემ და კახა მეშველიანმა. საინტერესოა, ჩემპიონობის შენარჩუნების რა შანსი აქვს "სამტრედიას" ასეთი შეცვლილი შემადგენლობით? 25 წლის მცველმა ამაზეც ილაპარაკა:

"წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია და არც მსურს. ჩვენ არც გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ვტრაბახობდით, რომ მთებს გადავდგამდით, მაგრამ შედეგი დავდეთ. ახლაც ასეთი მიდგომა აჯობებს.

ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დავიმატეთ, კარგად მოვემზადებით და ვნახოთ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს. მაგრამ წარმატებული გამოსვლის იმედი ნამდვილად გვაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
warmatebebi yvelas vinc darchnen da imatac vinc sxva klubebshi gagrzelebs karieras.(erti wava meore mova es fexburtia) namdvili samtredieli gulshematkivrebi arazdros iviwyebs tavis fexburtelebs.
romandro
02:16 03-02-2017
0
აბა თქვენ იცით ბიჭებო სამტრედიელი ბალეშიკები თქვენს გვერდითაა მჭედლო ჩვენ გვჯერა რომ თავს არ შეირცხვენთ ლიგაზე. რაც შეეხება წასულებს ზივზივას მაგრად მოვენატრებით მარა გვიან იქნება დანიაში უცივესი ბალეშიკები არიან .
samtredski
15:46 02-02-2017
0

სიახლეები პოპულარული