დღეს თბილისის "დინამო" მესამე სპარინგს მაკედონიურ "სილექსთან" ჩაატარებს

AutoSharing Option
დღეს თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" მორიგ საკონტროლო მატჩს მაკედონიის სამგზის ჩემპიონ "სილექსთან" ჩაატარებს. შეხვედრა ლარაში თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ორი სპარინგ-მატჩი უკვე ჩაატარა. ვიაჩესლავ გროზნის გუნდმა სლოვაკურ "ჟილინასთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, უკრაინულ "დნიპროსთან" კი ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

ლარაში მზადებას "დინამო" 4 თებერვალს ოდესის "ჩერნომორეცთან" შეხვედრით დაასრულებს.