თბილისის "დინამო": დავით ვოლკოვისთვის ამით არაფერი მთავრდება...

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებას აგრძელებს. ვიაჩესლავ გროზნის გუნდს დავით ვოლკოვი გამოაკლდა - 21 წლის ფორვარდმა ტრავმა მიიღო, თბილისში დაბრუნდა და მკურნალობას ადგილზე შეუდგება.

რა თქმა უნდა, ვოლკოვისთვის ეს არ არის სასიამოვნო მოვლენა. ბაჩანა არაბულსა და საბა ლობჟანიძესთან ერთად ის თბილისის "დინამოს" კუთვნილება იყო, თუმცა დასრულებული სეზონი იჯარით ბოლნისის "სიონში" გაატარა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დატოვა, თუმცა ვოლკოვის მიმართ სასაყვედურო არავის არაფერი უნდა ჰქონდეს.

ახალგაზრდა თავდამსხმელი მატჩების უმრავლესობას მაღალ დონეზე ატარებდა და არაერთი გოლიც გაიტანა. რაც მთავარია, ყველა დარწმუნდა, რომ
მას შეუძლია, კარგი ფეხბურთი ითამაშოს.

ცხადია, ძალიან სამწუხაროა, როცა შეკრება შენთვის მისი დასაწყისისთანავე მთავრდება, მაგრამ ვოლკოვმა გული არ უნდა გაიტეხოს და უნდა ახსოვდეს, რომ ტრავმა ფეხბურთის ნაწილია და აქაც ბრძოლაა საჭირო.

ვოლკოვსა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტიმული საკმარისად აქვთ, მომავალი სეზონისთვის ხომ ქომაგები გაახალგაზრდავებულ "დინამოს" იხილავენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული