რაგბი. ლეგიონი: ბექა გორგაძისა და ლაშა ლომიძის წყვილი ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-17 ტურის მატჩების შემდეგ ლიდერობა ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდმა, "აჟენმა" დაიბრუნა. მის გარდა, პლეი ოფში მოხვედრისთვის კიდევ ოთხი, "ოიონაქსი", "ორიაკი", "ანგულემი" და "მონ დე მარსანი" იბრძვის.

თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა" შინ მიიღო ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" და 29:15 დაამარცხა. აჟენელებმა სწორედ ამ მოგების შედეგად დაიბრუნეს ლიდერობა. გორგაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 52-ე წუთზე ლელო გაიტანა. მჭედლიძემ ტრავმა მოირჩინა და ასევე სრულად ითამაშა, თეთრაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს, ახობაძე განაცხადში არ იყო.

"აჟენს" ერთი ქულით ჩამორჩება და "მონტობანთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ლაშა ლომიძის "ბეზიე" - 34:23. ლომიძემ სრულად ითამაშა და 72-ე წუთზე ლელო გაიტანა. ეს მისი მეორე ლელო იყო მიმდინარე სეზონში. მირცხულავა და ვეფხვაძე განაცხადში არ იყვნენ.

როგორც უკვე ვთქვით, პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლთა შორისაა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი". ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა კატალონიურ "პერპინიანს" და 20:41 დამარცხდა. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხატიაშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, შარიქაძეს არ უთამაშია. ორიაკელებს ახლა 45 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან.

მას ერთი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი", რომელმაც შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ალბი" - 26:17. ქართველთაგან მხოლოდ შეყლაშვილმა ითამაშა, რომელიც 41-ე წუთზე შეცვალეს.

"ბეზიესთან" და "ალბისთან" ერთად დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის "ვანი", რომელიც შინ დამარცხდა "ბიარიცთან" - 27:30. ქართველები განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი, XVII ტური
ნარბონი-მონტობანი 23:17, ანგულემი-ალბი 26:17, ბურგუენი-კარკასონი 19:20, დაქსი-კოლომიე 18:12, ოიონაქსი-ბეზიე 34:23, ვანი-ბიარიცი 27:30, აჟენი-მონ დე მარსანი 29:15, პერპინიანი-ორიაკი 41:20

სატურნირო მდგომარეობა
1. აჟენი - 50 ქულა, 2. მონტობანი - 49, 3. ოიონაქსი - 49, 4. კოლომიე - 45, 5. ორიაკი - 45, 6. ანგულემი - 44, 7. მონ დე მარსანი - 43, 8. კარკასონი - 41, 9. ბიარიცი - 40, 10. ნარბონი - 39, 11. პერპინიანი - 38, 12. დაქსი - 33, 13. ვანი - 29, 14. ალბი - 29, 15. ბეზიე - 27, 16. ბურგუენი - 11

XVIII ტური
ბიარიცი-აჟენი, ალბი-მონ დე მარსანი, ბეზიე-ნარბონი, კარკასონი-ვანი, დაქსი-ბურგუენი, მონტობანი-ანგულემი, კოლომიე-პერპინიანი, ორიაკი-ოიონაქსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთის ბურთს ხო ცხვირის ნესტოებში გვტენიან შენმა მზემ. ლიტვა რო 4-1 მოგიგებს და ყაზახეთი გაგაფარჩაკებს ის ფეხბურთი საერთოდ არ უნდა დააფინანსო. გადაუნაწილდეს ეგ ფული ჭიდაობას, რაგბს, კალათბურთს და ნახავ რა წარმატებები იქნება. იკითხე რამდენი ქართველი თანაშობს რაგბის ტოპ გუნდებში. ფეხბურთში ახალ თაობასაც ვერ ზრდით, მომავალიც არ გაქვთ, მაშინ როცა რაგბში ყოველი მომდევნო თაობა წინაზე უკეთესია. აბა დაფინანსდეს რაგბის გუნდები რეგიონებსა და განსაკუთრებით მთაში და შეხედავ რა იქნება. რონალდოს ფეხის ფრჩხილის ფასად არ ღირს მთელი საქართველოს ნაკრები, მაშინ, როდესაც ერთი რეგბისტი მაინც თითქმის ყოველთვის ხვდება მსოფლიო ნაკრებში. ქართული შერკინება მსოფლიოში საუკეთესოა, წარმოგიდგენიათ, რომ ფეწხბურთში ქართული თავდასხმა ან დაცვა საუკეთესო იყოს მსოფლიოში?
dachi-ს
14:37 18-01-2017
0
საიტის ხელმძღვანელობას!!!
ამ ვითომ სპორტის შესახებ ინფორმაციას რა ესაქმება მისი უდიდებულესობის ქართული ფეხბურთის სეგმენტში? საქართველო რო გერმანიას 60–ით ნოლს მოუგებს,ჰოლანდიას,პორტუგალიას,ესპანეთს რო თავზე ბურთს დაახევს, იმ სპორტის სახეობას რა ვუთხარი. და იცით რატომ? ჩვენი ბიჭების შრომას კი არ ვაკნინებ, უბრალოდ კონტინენტურ ევროპაში ეს სპორტი ფრანგების გარდა არავის აინტერესებს.ხოლო ვისაც აინტერესებს მაგ ოვალურ ბურთს უკანალში გვტენიან. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი.
dachi
22:05 17-01-2017
0

სიახლეები პოპულარული