თბილისის "დინამომ" გორის "დილადან" ალეკო გამცემლიძე დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი ალეკო გამცემლიძე დაიმატა. ბოლოს ის გორის "დილაში" თამაშობდა (მანამდე კარიერა "საბურთალოში" დაიწყო) და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

მოგეხსენებათ, ვიაჩესლავ გროზნის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონებს შორის პერიოდში არაერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელი აიყვანა და გამცემლიძეც ერთ-ერთი მათგანია.

ასეთია "დინამოს" მიერ დეკლარირებული ახალი საკადრო პოლიტიკა, რომელიც შიდა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ითვალისწინებს. თბილისური გრანდი ზუსტად მიჰყვება დასახულ გეგმას, თუმცა მეორე მხარეა საბოლოო შედეგი, რომელსაც მოგვიანებით ვნახავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"