ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U16. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს სძლია

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

გურამ ასპინძელაშვილის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. საქართველოს შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა გიორგი იაკობიძემ, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდელთა გუნდები 19 დეკემბერს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ასევე დაგაინტერესებთ