U19. საქართველო VS ჰოლანდია - პრესტიჟის გოლის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე 19-წლამდელთა საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ბოლო ტური გაიმართება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებები შეხვდებიან, ხოლო სათადარიგო მოედანზე ესპანეთისა და საფრანგეთის დაპირისპირება შედგება. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა. ესპანელებს ფრეც აძლევთ ხელს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფიანის გუნდი ესპანელ თანატოლებთან 0:3 დამარცხდა, ფრანგებთან კი - 0:4.

მატჩების შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს დავით ყიფიანის სახელობის, ხოლო ტურნირის ბომბარდირს რამაზ შენგელიას სახელობის პრიზს გადასცემენ.

ოთხთა
ტურნირი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 5:1 6
2. საფრანგეთი 2 1 1 0 5:1 4
3. ჰოლანდია 2 0 1 1 2:3 1
4. საქართველო 2 0 0 2 0:7 0.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესე იგი ახლა 5-0 ის დროა.
giga
14:10 14-11-2016
0
ეხლა გაიხსნებიან და 5:0 წააგებენ
vova
13:04 14-11-2016
0

სიახლეები პოპულარული