ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. რუმინეთი-საქართველო 0:0 (პენ. 4:2) - ფინალს ავცდით

AutoSharing Option
გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე "სირენკას თასზე" რუმინეთთან ნახევარფინალური მატჩი 11-მეტრიანების სერიაში დათმო.

თამაშის ძირითადი დრო 0:0 მორჩა, პენალტები კი უკეთ გამოიყენეს კარპატელებმა და 4:2 გაიმარჯვეს. 3 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის ითამაშებს. ჩვენი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველო: ბულისკერია, კვარაცხელია (55. კაპანაძე), გელაშვილი, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი (54. გულიაშვილი), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე, ბაბუნაძე (54. გრძელიძე), დავითაშვილი, ხარაბაძე, გაბუნია (41. ივანიაძე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"