ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში "სირენკას თასის" პირველ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 სძლია.

პირველი გოლი 22-ე წუთზე ივა გელაშვილმა გაიტანა, ხოლო 64-ე და 80-ე წუთებზე დუბლი ზურა დავითაშვილმა გაიფორმა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 1-ელ სექტემბერს გამართავს. ჩვენი  ნაკრების მეტოქე რუმინეთსა და უკრაინის შორის გამარჯვებული იქნება.