U17. საქართველო-აზერბაიჯანი 4:1 - მეზობლებს მეორედაც მოვუგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აგვისტოს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანელ თანატოლებთან და ამჯერად მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ორი დღის წინ გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 3:1 სძლია მეტოქეს.

მეორე მატჩმაც ქართველთა უპირატესობით ჩაიარა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა.

ჩვენი გუნდიდან გოლებით ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი (ორჯერ) და ნიკოლოზ ქუთათელაძე გამოირჩნენ, რასაც მეტოქემ მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხა.

29 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება და სირენკას თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ამხანაგური მატჩი
თბილისი, ტექნიკური ცენტრი "ბასა"
U17. საქართველო-აზერბაიჯანი 4:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (13), 1:1 მუსტაგოვი
(52), 2:1 გულიაშვილი (54), 3:1 გულიაშვილი (61), 4:1 ქუთათელაძე (78).
საქართველო
: მეგრელიშვილი (41' მამარდაშვილი), ჯინჯოლავა (72' გაბედავა), დავითაშვილი (62' ქუთათელაძე), ივანიაძე (55' გაბუნია), გრძელიძე (41' გულიაშვილი), გელაშვილი (41' ხვედელიძე), კაკაურიძე (41' ბაბუნაძე), მექვაბიშვილი (62' ჯანაშია), ჩიქოვანი (41' ლორთქიფანიძე), ჯავახიშვილი (55' ხარაბაძე), კვარაცხელია (55' კაპანაძე)
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
აზერბაიჯანი: თუნჯერი (76' ზულფუგარლი), ალიევი (62' აბასლი), ვალიზადე (68' მაჰმუდოვი), სეიდოვი, გულიევი, მუსტაფაიევი (55' გურბანოვი), მაჰმუდოვი, მარდანოვი, მუშტაგოვი, სადიხოვი, მაჰარამლი (32' ალიბეილი)
მთ. მწვრთნელი: რაფიგ მირზაევი
მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, ლევან ვარამიშვილი, დავით ჩიგოგიძე, დავით ხარიტონაშვილი
გაფრთხილება: 19' მარდანოვი, 38' ვალიზადე, 40' მუსტაფაიევი, 52' ბაბუნაძე, 58' სეიდოვი, 80' მაჰმუდოვი
გაძევება: 80' მუსტაგოვი.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძლივს მოგება გავიგე და როგორ არ გამეხარდება წარმატებები ბიჭებო
goga
16:28 24-08-2016
0
X-ს ის მოგემატება, რომ გაბალა და სხვა აზერული გუნდები უცხოელების ხარჯზე იგებენ, ერტი ერზე კი აგერ დევს ორი ტამაშის შედეგი
ალეკსანდრე
15:44 24-08-2016
0

სიახლეები პოპულარული