ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - რევანში აღებულია!

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელებს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 2:1.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ამ გუნდებთა პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

დღევანდელ მატჩში ანგარიში მატჩის 78-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - ზუსტი დარტყმით თავი ბოგდან ლიედნიევმა გამოიჩინა. უკრაინელთა გოლს ქართველებმა მალევე უპასუხეს - სულ რაღაც სამ წუთში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გაათანაბრა. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერთბაშად, 4 ცვლილება განახორციელა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო -
86-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ყიფიანმა დღეს ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი (კ), ხუბაშვილი (81, ქაფიანიძე), ფიფია (61, ლაკვეხელიანი), ბულუხაძე (81, კიკალიშვილი), ქოჩორაშვილი (72, კობოური), ნინუა (81, კუცია), არდაზიშვილი (61, ჩოგაძე), ფოჩხუა (72, ჩაკვეტაძე), კვანტალიანი (72, კოხრეიძე), ქავთარაძე (81, ერგემლიძე).