ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U18. საქართველო უკრაინასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 2 ივნისს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი სტუმრად მყოფ უკრაინის თანატოლთა გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

უკრაინელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს - მატჩის 45-ე წუთზე ქართველთა კარში გოლი ვადიმ სჩასტლივცევმა გაიტანა. მეორე ტაიმის 51-ე წუთისთვის სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან სტანისლავ ჰუდზი გააგდო, თუმცა გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი (ზაურ ხაბეიშვილი, 74), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ომარ ბულუხაძე, 74), თომა
ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, დავით სამურკასოვი (გიორგი ქოჩორაშვილი, 46), გაბრიელ საღრიშვილი, რატი არდაზიშვილი, გიორგი კოხრეიძე (ნიკა კვანტალიანი, 65), თემურ ჩოგაძე.

ეს გუნდები იმავე არენაზე და იმავე დროს 4 ივნისსაც მოსინჯავენ ძალებს.