ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U18. საქართველო სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩში A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, უკრაინის ნაკრებს უგოლოდ დაშორდნენ და, საბოლოოდ, B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, შალვა ბურჯანაძე, ომარ ბულუხაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გაბრიელ საღრიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, იოსებ გოლაშვილი,
მერაბ მეგრელაძე, თორნიკე ჭურაძე, თემურ ჩოგაძე.