ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U18. საქართველოს ნაკრები "სლოვაკეთის თასზე" უკრაინას უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
28 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირში მესამე მატჩი უკრაინელ თანატოლებთან გამართა და უგოლო ფრეს დასჯერდა - 0:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან კი ფრედ, 1:1 ითამაშეს და საბოლოოდ B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩი A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებთან, 29 აპრილს უნდა გამართოს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით
კობოური, ლუკა ფოჩხუა, ირაკლი ბუღრიძე, ბექა ქავთარაძე, თომა ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, თემურ ჩოგაძე.