სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ოქტომბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
U19. ესპანეთი-საქართველო 1:1 - სენსაციური ფრე მასპინძლებთან [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
16:54 26-03-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
26 მარტს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრა ტუნრირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებთან გამართა და ბევრისთვის მოულოდნელად, მატჩი ფრედ დაასრულა - 1:1.

ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" გამართულ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები სულაც იგებდნენ - უკვე მე-8 წუთზე გატანილი გოლით "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა. საგოლე გადაცემა რატი არდაზიშვილმა შეასრულა.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კარი ოთო გოშაძემ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს, ზედიზედ სამჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ესპანელებმა მაინც გაათანაბრეს - გოლი მადრიდის "რეალის"
ფეხბურთელმა ბორხა მაიორალმა (42) გაგვიტანა.

მეორე ტაიმიც ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც შეხვედრის მიწურულს გოშაძის კარს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ ხოსე მარია ამოს, კარლეს ალენიას, ხავიერ ონტივეროსისა და კრისტიან რივერას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და საბერძნეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 29 მარტს, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ, ესპანეთის ნაკრები კი ინგლისს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. II ტური
ესპანეთი-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 ბორხა მაიორალი (42)
ესპანეთი: ხუან სორიანო, ამო, ხორხე მერე, კარისოლი, ონტივეროსი, ალენა, ბუნუელი, რივერა, სერხი (ლატო 46; პოვედა 74), ოიარსაბალი (მონტიელი 54), ბორხა მაიორალი
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი (ალთუნაშვილი 65), არდაზიშვილი, ართმელაძე (კიკნაძე 81), სამურკასოვი (ბერიძე 76), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ართმელაძე (26), ალენა (32), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61)ხორხე მერე (64).
georgia 3:1 greece
23:01 27-03-2016
ტორინოს! მართალი ხარ ძმაო, მეც დავაკვირდი რამდენჯერმე მაგ ეპიზოდს და მცველების შეცდომა აშკარაა, მაგრამ ნუ გავაკრიტიკებთ ბიჭებს და ვუსურვოთ წარმატებები!!! P.S -საკამათო რა არის ძმებო?, პირიქით ესეთი დეტალები უნდა განვიხილოთ, უფრო საინტერესოა, და არა ზიზღით და ჯიბრით რეპლიკები... თანაც აღნიშნა ადამიანმა, რომ დადებითი შედეგია ესპანელებთან ფრე და წარმატებებიც უსურვა!
odala
09:47 27-03-2016
სენსაციური რატომ არისო ორმა კაცმა იკითხა. თქვენ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობთ? ესპანეთს რა ფეხბურთი აქვს და რა ნაკრებები ჰყავს არ იცით? განსაკუთრებით ახალგაზრდულები, რომლებიც ყველა მეორე ტურნირს იგებენ და ყოველთვის ფავორიტები არიან. გასვლაზე რომ 1:1-ს ეთამაშები სენსაცია კი არა სასწაულია. წადი მამაოს უთხარი სასწაული ვნახე-თქო :)))