U21. საქართველოს ნაკრებმა სან მარინოს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის VI ჯგუფში მორიგი მატჩი სან მარინოს ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა

ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

ანგარიში მე-10 წუთზე, შორი მანძილიდან ბრწყინვალე მოჭრილი დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა.

შეხვედრის 33-ე წუთზე საჯარიმოში ნიკა კაჭარავას წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნიკამ ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში კაჭარავამ ბაჩანა არაბულის ეფექტური თამაშისა და პასის შემდეგ, დუბლი გაიფორმა.

საბოლოო ანგარიში კი ლევან შენგელიამ, რომან ჭანტურიასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, 81-ე წუთზე დააფიქსირა. არადა, შენგელიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ჯერ მისი ფეხით დარტყმული მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი დამატებული თავური - ძელს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 9 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი 28 მარტს, ზესტაფონში, ამხანაგურად უკრაინას გაეჯიბრება.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინოსთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია (72, შენგელია), არაბული, კაჭარავა (66, ჭანტურია), თევზაძე, კიტეიშვილი (80, ფონიავა), ხარაიშვილი.

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს 17 ნომრები მაგრაბი არიან რა უ17 როიკო 17 ნომერი მაგარი იკო და უ21 როარის 17 ნომერი მაგარია კოცჰაგ
0
მაგრათ მომეწონა არაბული ვიქრობ მზადაა ეროვნულში სათამაშოთ.
baleshiki!
22:59 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული