ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი ქულის გარეშე დაასრულა

AutoSharing Option
20 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფის მესამე მატჩი გამართა.

ჩვენი ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 46-ე წუთზე "რომას" ასაკობრივი გუნდის წევრმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. მატჩის 53-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა.

სამწუხაროდ ელიტრაუნდმა თბილისში ისე ჩაირა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ქულის აღებაც ვერ მოახერხა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი რუსეთმა ბოსნია ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურები ჩვენი ჯგუფიდან იტალიამ და ბოსნიამ მოიპოვეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
U17. საქართველო-იტალია 0:1
გოლი: 0:1 დავიდე
ფრატეზი (46)
გაძევება: ლევან ხარაბაძე (53)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა გუგეშაშვილი (მ), დავით კიკალიშვილი, ლუკა კაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ნიკა ნინუა 64), გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ასათიანი (კ), ზურიკო დავითაშვილი (ზურაბ გულბანი 56), ნუგზარ სპანდერაშვილი (ლაშა ოზბეთელაშვილი 35)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

III ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 0 1 5-1 6
2. ბოსნია 3 2 0 1 4-3 6
3. რუსეთი 3 2 0 1 3-5 6
4. საქართველო 3 0 0 3 1-4 0