ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

ბოსნიამ იტალიას მოუგო და ქართველ 17-წლამდელებს მცირე შანსი დაუტოვა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის III ჯგუფის მატჩში, ბოსნიის ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

ორი ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით იტალიისა და რუსეთის ნაკრებები იკავებენ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კი, რომელსაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის მიზერულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელიც 20 მარტს გაიმართება, ქართველ ჭაბუკებს იტალიელ თანატოლებთან სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ამავდროულად, ბოსნიამ რუსეთს აუცილებლად უნდა
სძლიოს.

რაც შეეხება 17 მარტს გამართულ იტალია-ბოსნიის 17-წლამდელთა დაპირისპირებას, შეხვედრის ერთადერთი გოლი ნადიმ ჰაჯიჩმა 65-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ელიტრაუნდის ჯგუფში სასტარტო მატჩი ბოსნიასთან 1:2 დათმეს, რუსეთთან კი - 0:1.