სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
U17. საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
15:38 15-03-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
15 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში ბოსნიას უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიშის გახსნა ქართველებმა მე-14 წუთზე მოახერხეს - გიორგი ივანიაძეს დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარე უძლური აღმოჩნდა.

ბოსნიელებმა გათანაბრება მალევე - 2 წუთში შეძლეს. გოლი საკმაოდ კურიოზული აღმოჩნდა - ლუკა გუგეშაშვილმა ჩაწოდებული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.

75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ რესიჩი დატოვეს და ბოსნიელმაც უპრობლემოდ შეძლო გატანა.

76-ე წუთისთვის ბოსნია კაცნაკლული დარჩა და საქართველოს ნაკრებს მატჩის მიწურულისკენ გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა კარგად გაისარჯა ბოსნიელთა მეკარე.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 მარტს, ამავე სტადიონზე, 14:00 საათზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს იტალიას ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის.

15 მარტი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 14:00

U17. საქართველო-ბოსნია 1:2
გოლები: 1:0 გიორგი ივანიაძე (14), 1:1 სტეფან კოვაჩმა (16), 1:2 სევკია რესიჩი (75)
გაძევება: ტომას დადიჩი (76)

საქართველოს ნაკრები: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა კაპიანიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, სანდრო შეწირული (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 41), ბექა ქავთარაძე (ზურიკო დავითაშვილი 53), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 74).

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
tornike
15:15 16-03-2016
ზურა საბავშვო ბაღიდან ვინ გამოიყვანეს ვის გულისხმობ? :D
zura
14:15 16-03-2016
ნაკრები უნდა იცვლებოდესო ელიტ რაუდში უნდა დაიწყოტ ექსპერიმენტები? ელიტრაუნდში უნდა ცვალოთ ბავშვები? ზოგი საბავშობო ბაგიდან მოიყვანეთ ზოგი მუჯირმა აგმოაჩინა ზოგი ცქიტიშვილმა და აი რა ნაკრები შეგიკრეფიათ გასულიყავით ამ ეტაპზე და მერე გეტარებიათ ექსპერიმენტები ამხელაზე მისული საქმე გააფუჭეთ სად ხარ ასაჯან რამდენი ნერ4ვიულობა გადაიტანე აქამდე მისვლისთვის ამათ კიდიათ ტო