საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 3:0 - მაისურაძის ბლიცკრიგი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგიც მოუგო (პირველი - 4:1) ერთი წლით უფროს სომეხთა კრებულს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში უკეთესი იყო, ვიდრე პირველ მატჩში. ამაში, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ იმას, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მინიმუმამდე დაიყვანეს დაცვაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა.

შეიძლება ითქვას, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე ეს იყო ჩვენი გუნდის გენერალური რეპეტიცია. ბოლო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები რეგიონული ლიგის "იბერიასთან" გამართავს, მაგრამ მეტოქე, თავადაც ხვდებით, ძლიერი ვერაა. თუმცა საპასუხისმგებლო შეჯიბრების წინ ბევრი მწვრთნელი მიმართავს ამ სვლას და მაისურაძემაც ასეთი
გზა აირჩია...

პირველ შეხვედრაში ნაკრების დამრიგებელი შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვერ იყო. მაისურაძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მწვრთნელმა "ბლიცკრიგის" ტაქტიკა აირჩია და ელვისებურმა დასაწყისმა გაამართლა კიდეც - შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში გადაწყდა.

ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა. ბექა ქავთარაძემ სომეხთა კარის დარაჯ ასლანიანს ბურთი მოპარა და თავადვე შეეძლო გატანა, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში მყოფი გიორგი ივანიაძე მონახა და "საბურთალოს" ფორვარდმა აუღელვებლად შეაგდო.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კვლავ მაღალ ტემპში გააგრძელა. მე-9 წუთზე კარგი საგოლე შანსი ჰქონდა ნიკა ნინუას, მაგრამ მან გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა.

მაგრამ იქვე მაინც გავიტანეთ - სანდრო შეწირულმა, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა, კარგი პასი გაუკეთა ქავთარაძეს და შემტევმაც საგოლე გადაცემას შედეგიანი დარტყმა მიაყოლა.

გავიდა სულ ცოტა დრო და ერთხელაც გავიხარეთ. გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა - გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ადგილზე დახვდა ივანიაძე და მძლავრი თავურით შანსი არ დაუტოვა ასლანიანს.

ცხადია, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არამ ვოსკანიანი თამაშის ამგვარი სცენარით ძალიან უკმაყოფილო იყო და პირველივე ტაიმში შეცვლებით სცადა სიტუაციის გამოსწორება...

ყველა ფეხბურთელი ათამაშა ვასილ მაისურაძემ. სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯი ლუკა გუგეშაშვილი დარჩა. ისიც ითამაშებდა, რომ არა მუხლის მსუბუქი ტრავმა (მაისურაძის თქმით, საგანგაშო არაფერია).

მეორე ტაიმში გუნდებმა სახიფათო მომენტები "გაცვალეს". კარგად ითამაშეს მეკარეებმა. ეს განსაკუთრებით დავით კერესელიძეზე ითქმის, რომელმაც მე-60 წუთზე 11 მეტრიდან არ გაატანინა ერიკ პეტროსიანს და ერთი-ორი რთული ბურთი კიდევ მოიგერია.

ქართველთაგან გატანა მართებდათ შეწირულს, სპანდერაშვილსა და ოზბეთელაშვილს, მაგრამ ხან სომეხთა მეკარე თამაშობდა კარგად, ხან ჩვენს შემტევებს არ ჰყოფნიდათ სიზუსტე.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება, სადაც მეტოქეებად იტალიელი, რუსი და ბოსნიელი თანატოლები ეყოლება.

გუშინდელი თამაშის დასრულების შემდეგ ვასილ მაისურაძეს გავესაუბრეთ:

"ძალიან სასარგებლო იყო ეს ორი თამაში. მეორე მატჩში ხარისხი გავაუმჯობესეთ, მაგრამ ელიტრაუნდისთვის მეტი იქნება საჭირო. იქ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვეყოლება...

დღესაც ვნახეთ, რომ ნაკრებში არის კონკურენცია. ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. ითამაშებს ის, ვინც ელიტრაუნდისთვის უკეთეს კონდიციაში იქნება", - გვითხრა 17-წლამდელთა დამრიგებელმა.

ამხანაგური მატჩი
03.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი U18 3:0
გოლი: 1:0 ივანიაძე (4), 2:0 ქავთარაძე (14), 3:0 ივანიაძე (19)
საქართველო: კერესელიძე, კიკალიშვილი, ასათიანი, კასრელიშვილი, გულბანი, კუცია, ნინუა, შეწირული, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე, ივანიაძე; შეცვლაზე: ვირუბოვი, ქაფიანიძე, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური, დავითაშვილი, სპანდერაშვილი, ოზბეთელაშვილი, ანდრონიკაშვილი.
სათადარიგო: გუგეშაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: ასლანიანი, ხაჩატრიანი, სარგსიანი, მანუკიანი, ნადირიანი, ე. მოვსესიანი, პეტროსიანი, ჰ. არუთუნიანი, სპერციანი, მელქონიანი, გევორქიანი; შეცვლაზე: მურადიანი, ავაგიანი, პოღოსიანი, ტერ - პეტროსიანი, ნ. არუთუნიანი, ხარბუტიანი.
სათადარიგოები: შაჰატუნი, ა. მოვსესიანი, გრიგორიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გაფრთხილება: ჰ. არუთუნიანი (34), მურადიანი (38), კიკალიშვილი (39), ვირუბოვი (56), ნადირიანი (80)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Dzalian unamuso kopila es mujiri kobiashvilze agarmakvs saubari es nakrebi ro ver gavides itkvian 1 tvis chabarebuli kavs vaskas da ramovtxovoto tavs gaimartleben da ro gavidnen jgupidan itkvian vaskaze magari aravinarariso mecineba avsajanishvils tamashi arkonda cagebuli da eseni rasgavnan rapexburts tamashiben saertod somxets mouget da eggoxaroat? Imitom vart kargdgeshi darekvebit roxdeba kvelaperj kimeridze rogor argkavt nakrebshi kvela statiashi magbavshvze ecera kvelas golebs utanda magtam.tkveni mizania tkvrni bavshvebi gamoschinot elitraundshi da mere shetenot romelimee gundshi sheidzleba shetenot magram droebiti ikneba da is ufro didpezburts.itamashebs visi mshoblebic arapers arcdiloben da bavshvi tavisi shromit moxvdeba kvelgan avsajanishvilzr ambobdnen puli ukvarsk daa mujiri pexburtelebidan cilebs igebs sacodavebixart chven brmebi arvart tkven xalxiii debilebi ggoniat
Dato
11:46 07-03-2016
0
სულმოუთმენლად ველით 15 17 მარტს რას ითამაშებენ მაისურაჩესთან რა გვინდა მუჯირია 17წ მცვრთნელი შეყარა ამდენი უსუსური ბავშვი ბავშვები იძახიან არ გამოგვდის თამაშიო ეს ეძალება უნდა ითამაშოთო რა ენაგვლება ვინ მოთხოვს პასუხს
vaxo
20:57 06-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული