საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - დაცვას უნდა მივხედოთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება, სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შანსი არ დაუტოვა.

ხშირად გამიგონია, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ანგარიშში ჩამორჩენა არაფერიაო და მართლაც, ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ ტაიმში დამარცხების შემდეგ სრულიად გარდაისახა და მეორე ნახევარში სომხებს მაგრად აჯობა. 4 გოლი ხომ გავიტანეთ და, კიდევ ერთი ამდენის შანსი ქარს გავატანეთ...

ეგაა, ელიტრაუნდის დაწყებამდე მცირე დრო რჩება და საქართველოს ნაკრების დაცვაში ნათლად ჩანს მინუსები. იმას, რაც სომხეთმა გვაპატია, იტალია, რუსეთი და ბოსნია ნაღდად არ გვაპატიებენ. თამაშის დასრულების შემდეგ
ჩვენი გუნდის ამ ნაკლზე მაისურაძემაც ილაპარაკა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. პირველი საგოლე მომენტი ნუგზარ სპანდერაშვილს შეექმნა. მის მიერ დარტყმული ბურთი სომეხთა მეკარე ვარდან შაჰატუნიმ გაჭირვებით მოიგერია.

ეს იყო და, მეზობლებმა გაგვიტანეს კიდეც. ამ ეპიზოდში ჩვენი მცველები შეცდნენ. მეკარე ლუკა გუგეშაშვილმაც, ვინც სხვა სიტუაციებში დამაჯერებელი იყო, კარი გაუმართლებლად დატოვა და ერიკ პეტროსიანმა რთული ჩანაფიქრი კარგად შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

სულ მალე შეტევაში ჩართულ მოვსესიანს პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯმა არ გაატანინა. იქვე პეტროსიანმა დაგვინდო და ისე გამოჩნდა, რომ ასაკში სხვაობა ამ შეხვედრაში გადამწყვეტი უნდა გამომდგარიყო...

საქართველოს ნაკრებმა გათანაბრება მალევე სცადა. სპანდერაშვილს გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა კარს სულ ოდნავ ასცდა. იქვე, სომეხთა საჯარიმოში წარმოქმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გიორგი ივანიაძე გაერკვა, მაგრამ მის დარტყმასაც სიზუსტე დააკლდა.

27-ე წუთზე სომეხთა კონტრშეტევა კინაღამ მეორე გოლით დასრულდა - მოვსესიანმა ძელს გაარტყა ბურთი. ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაღაც უნდა შეეცვალა. შეცვალა კიდეც და მეტიც...

ჩვენმა სამარქაფოებმა გვიჩვენეს, რომ მეტად ფასეული ფეხბურთელები არიან ამ ფორმაციის ნაკრებისთვის. მარტო ეს კი არა, სწორედ მათ შემოატრიალეს თამაში და "გატეხეს" მეტოქე. ასეთ დროს ვინმეს გამორჩევა მთლად გამართლებული არ უნდა იყოს, მაგრამ... მაინც უნდა გამოვყოთ ზურაბ დავითაშვილი (ყოფილი ფეხბურთელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟი). როგორც შევიტყვეთ, ასაკით ის პარტნიორებზე პატარაა. არადა, ისე ითამაშა, ბევრ გამოცდილ ოსტატს შეშურდება. დასაწყისი კარგია და, ალბათ, "აბრეზასაც" (სულიკო დავითაშვილის მეტსახელი) ის უნდა, რომ შვილი სჯობდეს მამასა...

ტაიმი დაიწყო თუ არა, ანგარიში ეგრევე გავათანაბრეთ. ივანიაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და სომეხთა მეკარე უშანსოდ დატოვა - 1:1.

ცოტა ხანში გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ერთ-ერთ სომეხ უკანახაზელს ხელზე მოხვდა. დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად თავად ეპიზოდის გმირმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

56-ე წუთზე გიორგი კუციას პასით ისევ ხარაბაძემ გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი დავითაშვილმა დააფიქსირა. მან ლაშა ოზბეთელაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ სომხებს ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა, შეთანხმებისამებრ, სტუმრებმა ისევ 11 კაცით გააგრძელეს თამაში...

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგო. ვასილ მაისურაძეს კი საშუალება მიეცა, რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოეცადა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ თამაშის ერთ-ერთ გმირს, დუბლის ავტორ ხარაბაძესა და ნაკრების თავკაცს. მანამდე კი გეტყვით, რომ ხვალ, 3 მარტს, ეს გუნდები "მიხეილ მესხზე" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თამაში კვლავ 14 საათზე დაიწყება. დასწრება ამჯერადაც თავისუფალია.

მატჩის შემდეგ
ლევან ხარაბაძე:
"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში შეცდომები გამოვასწორეთ. გვჯერა, ელიტრაუნდში წარმატებით თამაში შეგვიძლია. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე და გაგვამხნევოს, ჩვენ კი თავს არ დავზოგავთ".

ვასილ მაისურაძე:
"ბევრი ხარვეზი იყო ჩვენს თამაშში. განსაკუთრებით, დაცვის ხაზში. როგორც ჩანს, დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ შევეჩვიოთ ამ არენას...

უდავოდ სასარგებლო სპარინგი იყო. კარგია, რომ კიდევ ერთი თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და კიდევ უკეთესი იქნება, თუ ელიტრაუნდამდე ერთ ამხანაგურ მატჩსაც მოვასწრებთ. რომ არა შეცვლები, შესაძლოა, ვერც მოგვეგო".

ამხანაგური მატჩი
01.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1
გოლები: 0:1 პეტროსიანი (9), 1:1 ხარაბაძე (43), 2:1 ჩაკვეტაძე (47-პენ), 3:1 ხარაბაძე (56), 4:1 დავითაშვილი (75)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (60. ვირუბოვი), ქაფიანიძე (78. კასრელიშვილი), ასათიანი (55. შიხაშვილი), ხარაბაძე (78. ნიკოლეიშვილი), ნინუა, ანდრონიკაშვილი (41. დავითაშვილი), ნინუა (41. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი (41. შეწირული), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (61. ქავთარაძე).
სათადარიგო: კერესელიძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: შაჰატუნი, მურადიანი (68. გევორქიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (67. ხარბუტიანი), მანუკიანი (54. გრიგორიანი), ნადირიანი (67. ტერ-პეტროსიანი), მოვსესიანი, ავაგიანი (52. სპერციანი), მოვსესიანი (41. მელქონიანი), პეტროსიანი, არუთუნიანი (67. პოღოსიანი).
სათადარიგო: ასლანიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გაფრთხილება: ნინუა (25), კუცია (28), მოვსესიანი (32)
გაძევება: არუთუნიანი (63)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
კიდევ კარგი ავსაჯანა მოხსნეს ტორე ამ მამიკოს და ბიძიკოს ბიჭებს ვინ გამოფენდა ელიტრაუნდზე დავითაშვილის ბიჭს არ მოუწევს თავის დროზე ეთამაშა 99 რა დააშავეს რო გააქრეთ ამდენი უსამართლობა ადრე ნაგდად არ ყოფილა ორი წლით პატარებს ათამაშებთ გეგონება გასაჭ ირია 99იანების მაგრამ უპატრონოები არიან რაქნან ვასკას ვინ მიცა საშუალება თვითონ აერჩია ნაკრები აქეთ დავითაშვილი იქით მუჯირი იქით ცქიტიშვილი ყველამ ერთად დაურეკა მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად
vaxo
16:39 11-03-2016
0
გამოყარეტ ბარემ 35 ბავშვები და ნაკრებში აიყვანეთ დინამო+ საბურთალო ვინ შეგიშლით ხელს თქვენი ნება არარის 99 არ გეყოფათ 2000 2001 ბევრი გყავთ დინამოს და საბურთალოს ბუმია რავქნატ ძმაო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული