U17. საქართველო-მოლდოვა 5:4 - "განვითარების თასი" მოგებით დავიწყეთ [PHOTO]

AutoSharing Option
18 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში, "განვითარების თასი 2016"-ში პირველი შეხვედრა მოლდოვის თანატოლთა ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. 

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ანგარიში სანდრო ანდრონიკაშვილის გოლით მე-9 წუთზე კი გახსნეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამი გოლი გაუშვეს და ტაიმი ანგარიშით 1:3 დათმეს.

შესვენების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ (55 წუთი) სხვაობა 11-მეტრიანით შეამცირა, შემდეგ კი უკვე ლუკა სილაგაძემ (61) და ლევან ხარაბაძემ (72) გაიტანეს და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 4:3.

დარჩენილ დროში მოლდოველებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, საბოლოო ანგარიში კი
ჩაკვეტაძემ 78-ე წუთზე, პენალტით დააფიქსირა და დუბლი გაიფორმა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ქართველი 17-წლამდელები, რომლებიც C ჯგუფში ასპარეზობენ, 19 იანვარს ფინეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 21-ში - უკრაინას. პირველ ტურში უკრაინისა და ფინელი 17-წლამდელების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება: მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჭებო გილოცავთ გამარჯვებას.ბოლომდე ასეთი მონდომებით ითამაშეთ
vaspa
10:31 19-01-2016
0
მარტშია მთავარი მოლდოვას დზლივს უგებთ იტალია რას გიზავთ მაგრათ მინდა მარში გავიდეთ წარმატებები ბიჭებო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული