U21. საქართველო VS ესტონეთი - გამარჯვება ჰაერივით გვჭირდება

AutoSharing Option
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "მიხეილ მესხზე" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს გუნდს, გააგრძელოს ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად.

ესტონეთის ნაკრები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს - ბოლო ადგილზეა ერთი ქულით და სატურნირო მოტივაციაც დაკარგული აქვს. ეგ არის, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდში დიდი დანაკლისია...

მატჩის წინა დღეს ჩვენი გუნდის თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა...

- ტრავმების გამო ვერ დაგვეხმარებიან ავთო ენდელაძე, ჯიმი ტაბიძე და გურამ გოშთელიანი. ლევან შენგელიას სამუშაო
ვიზას ვადა გაუვიდა და ის კლუბმა ბელგიაში წაიყვანა. ოთარ კაკაბაძემ ჩვენი დახმარების სურვილი პირადად გამოთქვა და მას ამის გამო დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. კაკაბაძე უკვე დაბრუნდა გერმანიიდან...

მახარებს ის, რომ ტრავმა მოიშუშა და "ვერდერის" ძირითად გუნდში ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელმაც საგოლე პასებიც გააკეთა ამხანაგურ შეხვედრაში. ლუკას ჰუფნაგელმა სულაც გოლი გაიტანა "ფრაიბურგის" შემადგენლობაში გამართულ საწვრთნელ მატჩში... ეს ორი ფეხბურთელი ესტონეთთან არ გვეყოლება, მაგრამ ნოემბრის მატჩებში მათი იმედი გვექნება.

ლუკა ზარანდიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო. ნოემბერში ისიც დაგვეხმარება. გამახარა იმანაც, რომ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ნიკა ჭანტურია...

- რას იტყვით ესტონეთის ნაკრებზე?
- ფიზიკურად ძლიერი, კარგად განსწავლული, ნაღდი ევროპული გუნდია. ბოლო მატჩში შვედეთთან განადგურდნენ, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მე-6 წუთზე არბიტრმა დაუმსახურებელი წითელი ბარათი უჩვენა ესტონელ ფეხბურთელს და ამან დიდად იმოქმედა თამაშის შედეგზე...

ესტონეთი დიდ დროს ატარებს საკუთარ ნახევარზე. ისინი ცდილობენ, ორგანიზებულად დაიცვან თავი. ჩვენ კი ჩვენი ამოცანები გვაქვს ამ შეხვედრაში და ვეცდებით, ეს ყველაფერი შევასრულოთ.

- რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი?
- ჩვენი მიზანი არის ამ მატჩის მოგება. ვიცით, რომ მეტოქე თამაშს კონტრშეტევებზე ააწყობს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.

- თქვენ ხართ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი. როდის გაიმართება სხდომა, რომელიც იმსჯელებს ქართული ფეხბურთის პრობლემებზე?
- სამშაბათს არის აღმასკომის სხდომა. გასაგები მიზეზების გამო მე მას ვერ დავესწრები, მაგრამ ლევან კობიაშვილთან უკვე ვისაუბრე არსებულ პრობლემებზე. წლის ბოლომდე იქნება რიგგარეშე ყრილობა, სადაც აირჩევა აღმასკომის ახალი შემადგენლობა.

ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მარტინ რეიმი წვრთნის. გუნდის ლიდერებად ითვლებიან "ფულემის" 17 წლის ნახევარმცველი მარტინ კაიტი და ესპანური "ალკობენდასის" შემტევი ფრანკ ლივაკი.

U21. ევრო 2017. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
13 ოქტომბერი.
საქართველო-ესტონეთი
ესპანეთი-შვედეთი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 8-0 9
2. შვედეთი 2 2 0 0 8-0 6
3. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6
4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3
5. ესტონეთი 4 0 1 3 0-11 1
6. სან მარინო 4 0 1 3 0-9 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გიორგი

მე პირადად არ ვიცნობ ამ ბიჭს მაგრამ მსმენია რაღაცეები და ბევრი აქებს და დიდი ტალანტის მქონეა..ნუ მოკლედ კარგი ბიჭია რაა , ხელის მოკიდება უნდა ამას და ითამაშებს კაი ფეღბურთს, ისე როგორც ვიცი სტრასბურგში თამაშობს რომელიღაც გუნდში
avto7
14:16 14-10-2015
0
3:0 ვიგებთ,კაკაბაძე კაჭარავა და კიტეიშვილი გოლის ავტორები!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული