ლობჟანიძის სუპერგოლი და ქურდაძის ბრწყინვალე "სეივი" ესპანეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

7 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა უკვე მე-2 წუთზე, მუნირ ელ ჰადადის გოლით გახსნეს, თუმცა უკვე მე-5 წუთზე მათე ცინცაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.

პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა, მეორე ნახევარში კი ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ანგარიშში წინ გასვლაც შეძლეს. ესპანელთა საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა - 2:1.

მასპინძელთა სიხარულმა სულ წუთნახევარს გასტანა - მარკო ასენსიომ უმალ აღადგინა წონასწორობა. ამის
შემდეგ კი ჯერ ბორხა მაიორალმა (67) აიღო ბექა ქურდაძის კარი, შემდეგ კი 73-ე წუთზე ელ ჰადადიმ მიითვალა დუბლი.

შეიძლება ითქვას, დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ მეკარე ქურდაძე თამაშობდა, რომელმაც რამდენჯერმე კი იხსნა კარი აშკარა გოლისგან, მაგრამ ბოლო წუთზე დანი სებალიოსის დარტყმულს მაინც ვეღარ გაუმკლავდა - საბოლოოდ 2:5.

დღესვე გამართულ ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ხორვატიის 21-წლამდელებმა სტუმრად სან-მარინოს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 7-0 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6
3. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3
5. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1
6. სან მარინო 4 0 1 3 0-8 1
მკითხველის კომენტარები / 9 /
საკლუბო და კიდევ უფრო ადრეულ დონეზე არსებული კლუბის მწვრთნელები თავიანტი კლუბის მმართველებიანად უნდა უნდა ჩაამწკრიოვო კედელთან და დახვრიტო.

სირბილს რო ვერ ასწავლი ბავშვს და ახალგაზრდას...
ჯამალ
14:05 08-10-2015
0
ვიღაცას აწყობდა ჩივაძე რომ ყოფილიყო მწვრთნელი და იყო,თუ კიდე ეყოლება ახლობელი კიდევ იკნება რა პრობლემაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა იცის, ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ მთავარია ახლობელი გყავდეს ზევით
soso
12:30 08-10-2015
0

სიახლეები პოპულარული