U21. ხორვატია-საქართველო 1:0 - როცა ენერგია არ გყოფნის... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩი ზაგრებიდან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ კოპრივნიცაში გაიმართა. 4-ათასიან "გრადსკი სტადიონზე" დაახლოებით 3 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ქომაგთა მცირე რაოდენობა იყო საქართველოდანაც...

სამწუხაროდ, ფიზიკური კონდიციები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ნაკრების მარცხისა. ჩვენმა გუნდმა მილიჩისგან გოლი 23-ე წუთზე გაუშვა, რის შემდეგაც თამაშის შემოსატრიალებლად დრო საკმარისად კი ჰქონდა, მაგრამ... გადამწყვეტი იერიშისთვის ენერგია არ ეყო.

ამის საშუალება არც ხორვატებმა მოგვცეს, რომლებიც კარგად იდგნენ დაცვაში
და შეტევაშიც სწრაფად გადადიოდნენ. საბოლოოდ, მათ ჩვენზე ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულეს კარის მიმართულებით (13 - მათი, 6 - ჩვენი) და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა კი დაგვანახვა, რომ ბურთზე კონტროლიც შეუძლია, "ქართულად" კაცის მოტყუებაც, მაგრამ თუნდაც ხორვატიასთან მოსაგებად მეტი აგრესიაა საჭირო.

ჩვენი 21-წლამდელები მომდევნო შეხვედრას ესპანეთთან, 7 ოქტომბერს თბილისში გამართავენ. ეს კიდევ უფრო რთული მატჩი იქნება და, შესაბამისად, მეტი ენერგიაც დაგვჭირდება.

მატჩის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნენად გრაჩანმა მოგების მნიშვნელობაზე ილაპარაკა, ჩამოთვალა ჯგუფის მეტოქეები, მათ შორის - საქართველო და დასძინა - ასეთ მოწინააღმდეგეებთან ჭიდილში ჯგუფიდან გასვლა რთული იქნებაო.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ კი ჯერ მეტოქეზე ილაპარაკა:

"მივულოცავ ხორვატიას გამარჯვებას. მათ ნამდვილად საინტერესო გუნდი ჰყავთ და მატჩიც ასევე საინტერესო გამოდგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყოველ თამაშში შედეგზეა ორიენტირებული, თუმცა ამ შეხვედრაში ფრეც მისაღები იყო.

აქვე, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე - ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვქონდა, რაც ასეთი დონის შეხვედრის მოსაგებად საკმარისი არ არის - არ გვქონდა დრო გუნდის ფიზიკურად მოსამზადებლად. ამიტომ აუცილებელია, ნაკრებში ფეხბურთელი სათანადო კონდიციებით ჩამოვიდეს. მას ფიზიკურ მომზადებაში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

ამ საკითხზე ბიჭებს ვესაუბრე და მომავალი მატჩებისთვის ეს ყველაფერი კარგად უნდა გაითავისონ".

U21. ევრო 2017. VI ჯგუფი
03.09.2015. კოპრივნიცა (ხორვატია)
ხორვატია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 ა. მილიჩი (23)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, მიკანოვიჩი, ა. მილიჩი, რადოშევიჩი, კოლინგერი, ჰალილოვიჩი (65. ვლაშიჩი), როგი, კორიჩი (56. კროვინოვიჩი), პაშალიჩი, კოლარი (89. ბრლეკი), კალეტა-კარი.
სათადარიგოები: მიკულიჩი, ბენკოვიჩი, პერიცა, ჩაპანი
მწვრთნელი: ნენად გრაჩანი
საქართველო: ქურდაძე, დვალი, გადრანი (79. ენდელაძე), უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კაჭარავა (46. გოშთელიანი), კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), ცნობილაძე, კვირკვია.
სათადარიგოები: გოშაძე, სანდოხაძე, ფანცულაია, თევზაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დვალი (30), ცნობილაძე (40), აბურჯანია (49), ჰალილოვიჩი (53), რადოშევიჩი (58), ხარაიშვილი (70), კვირკვია (90)
არბიტრი: ს. ედვარსტენი (ნორვეგია)

U21. ევრო 2017.  VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
2. საქართველო 2 1 0 1 3-1 3
3. ესპანეთი 1 1 0 0 2-0 3
4. ხორვატია 1 1 0 0 1-0 3
5. ესტონეთი 2 0 1 1 0-2 1
6. სან მარინო 3 0 1 2 0-6 1

ვაჟა სიმონიშვილი კოპრივნიციდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხორვატია ჩვენზე ძლიერია და მოგვიგო.ეს არ ნიშნავს იმას რომ შეურაწყოფა მიაყენო ისეთ ადამიანს რომელიც არ იმსახურებს!
giorgi
15:00 05-09-2015
0
ბ-ნო ალექსანდრე ძალიან გბალეშიკობთ,რატომ წაიყვანა ცხადაძემ ოთარ კაკაბაძე თქვენი ნაკრების კაპიტანი?ხორვატიაში ნამდვილად იგრძნობოდა მისი არყოფნა.
giorgi
14:31 05-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული