საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში დამარცხდა

AutoSharing Option
3 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ხორვატიის ქალაქ კოპრივნიცაში გამართა ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და 0:1 დამარცხდა.

23-ე წუთზე ხორვატთა შეტევის შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყუროდ ერთბაშად სამი ხორვატი დატოვეს და ანტონიო მილიჩმაც აუღელვებლად გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდში დაცვის ხაზის სუსტი თამაში თვალშისაცემი იყო.

ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, 1:0 ხორვატთა სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი გუნდის მეორე თამაში იყო ჯგუფში, პირველ ტურში
ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სტუმრად სან მარინო დაამარცხა - 3:0.

საქართველო: ქურდაძე, დვალი, გადრანი (79. ენდელაძე),
უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (46. ხარაიშვილი), ცნობილაძე, კვირკვია, კაჭარავა (46. გოშთელიანი).
მკითხველის კომენტარები / 6 /
19 წლამდე მაგრები არიან. მერე რა ემართებათ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს.
გუჯა კახაძე
21:52 03-09-2015
0
მადლობა ხორვატიის ნაკრებს, საქრთველოს ნაკრები უანგაროთ რომ ავარჯიშა ფიზიურ მომზადებაში
Malxazi
21:40 03-09-2015
0

სიახლეები პოპულარული