U21: საქართველომ უკრაინა თურქეთში დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი გამართა უკრაინის ახალგაზრდულ (რეალურად, 20-წლამდელთა) ნაკრებთან და 2:1 მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლი შეასრულა თბილისის "დინამოს" წევრმა საბა ლობჟანიძემ. მან ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. უკრაინელებმა ერთი გოლი მეორე ნახევარში გაქვითეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

საქართველო: გოშაძე, კაკაბაძე, სანდოხაძე, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, გოგინაშვილი, ლობჟანიძე, კაჭარავა; შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, ცნობილაძე, გურეშიძე, გოროზია, პაპუნაშვილი, ომანაძე, დარციმელია, გავაშელიშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინელებს ხვალ
კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სურათი შეცვალეთ ძველია!
გოგი
10:59 26-03-2015
0

სიახლეები პოპულარული