საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძე გახდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები (1997 წელს დაბადებულები) ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა.

ნაკრებს, ამიერიდან, ვასილ მაისურაძე უთავკაცებს, რომელსაც გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს ასაკობრივი ნაკრებებიდან. ამ ნაკრებს, რომელიც შემოდგომაზე უკვე 19-წლამდელთა ნაკრები იქნება, უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარება მოუწევს.

ნოემბერში საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისი უმასპინძლებს და მეტოქეებად ავსტრია, ალბანეთი და უელსი გვეყოლება, თუმცა მანამდე ვასილ მაისურაძეს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს და ნაკრებისთვისაც უკვე არაერთი მოსამზადებელი მატჩი და საერთაშორისო ტურნირია დაგეგმილი.

23 მარტს, გამთენიისას, 18-წლამდელები ლატვიაში გაემგზავრნენ, სადაც ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის
მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირში - "Federation Cup 2015" მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი 24-27 მარტს, რიგაში ჩატარდება.

ოთხთა ტურნირში მასპინძელი ლატვია, საქართველო, უკრაინა და პოლონეთი მონაწილეობენ.

ვასილ მაისურაძემ ამ ტურნირისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გოგი კულუა, ლევან ისიანი (ორივე - "დინამო", თბილისი)
მცველები: ცოტნე ნადარაია ("საბურთალო"), ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი, ვახტანგ კაპანაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), გიორგი ქობულაძე ("ლოკომოტივი", კიევი, უკრაინა), ბადრი ჯომიდავა ("ჩიხურა", საჩხერე)
ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ბექა გვარაძე, ირაკლი ბიძინაშვილი (ყველა - "საბურთალო"), გიორგი ღვინაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ბაშალეიშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი წივილაშვილი (ორივე - "საბურთალო"), ბექა მიქელთაძე, გიორგი ძარია (ორივე - "დინამო", თბილისი), გიორგი კიკნაძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი)

"ეს ჩემთვის ახალი გუნდია და მოცემულ მომენტში, მე ფეხბურთელების კონდიციები და შესაძლებლობები მაინტერესებს. ეს შეკრებაც პირველია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, გუნდის ყოფილი მწვრთნელისგან - ნოდარ აკობიასგან მე მაქვს მათზე ინფორმაცია, მაგრამ მინდა ახალი ფეხბურთელებიც გამოვცადო. ვფიქრობ, ლატვიის ტურნირი დაგვეხმარება, ჩვენი ბიჭების პოტენციალი უკეთ გავიგოთ" - განაცხადა ვასილ მაისურაძემ, რომლის სახელსაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების არაერთი წარმატება უკავშირდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მწვრთნელი გვყავს ქართველებს და როგორ ვერ დავაფასეთ ვასილ მაისურაზე, როგორ შეილეობადა თავისივე გამოზრდილი და შეკრული გუნდიდან მაგის მოშორება??? აი ეასეთი უმადურები ვართ ქართველები.. მაგრამ უბრალო ხალხს და ერთგულ გულშემატკივარს ვინ ეკითხება რომ :(
ბერჯავახი
13:00 24-03-2015
0
ნიკა ქორიძე სად არის, ბავშვი იტალიაში თამაშობს და გასინჯვებზე მაინც დაგებარებინათ??
Ralf
11:35 24-03-2015
0

სიახლეები პოპულარული