არჩილ არველაძე: ახალგაზრდულისთვის საინტერესო ვარიანტებს განვიხილავთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მალე დაიწყებს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას. ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, გუნდში იმ თაობამ მოიყარა თავი, რომელსაც რეალურად შეუძლია ქომაგების გახარება.

ცხადია, ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ ამხანაგური მატჩები, რათა სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ კარსმომდგარ ბატალიებს.

რა მდგომარეობაა ახალგაზრდული ნაკრებისთვის სპარინგების მომზადების კუთხით?

ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს მივმართეთ და აი, რა გავიგეთ:

"საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს სან მარინოსთან მატჩით იწყებს. მანამდე ჩვენი გუნდი აუცილებლად ითამაშებს ამხანაგურ მატჩებს, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

საბოლოო შეთანხმება ჯერ არავისთან გვაქვს, თუმცა საინტერესო ვარიანტებს კი განვიხილავთ...

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობა შეიკრიბება იქ, თუმცა ის კი ვიცით, რომ ტურნირი მადრიდში არ იქნება, ერთ-ერთ პროვინციაში დაგეგმეს...

ამის პარალელურად, გვაქვს შეთავაზება თურქეთის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებისგანაც. გარდა ამისა, არის 5-6 შეთავაზება ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები არ მოაკლდება", - გვითხრა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ციკლში ჩივაძეს დაეხმარებიან ოთარ გაბელია და გელა ინალიშვილი, მეკარეებს კი დავით გვარამაძე მიხედავს.

შეგახსენებთ, რომ VI საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან მარინო იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
გენაცვალე კაციხარ კაცური დიდხანს იყავი ქარტულ პეგბურტსი
0
მაინც კარგები არიან მაგატი სიყვარულით მივიკვანე 35 სკოლაში ფეხბურთზე ჩემი შვილი ვნახოთ რა იქნება, არ ვიცნობ პირადად მაგრამ მომცონს სამივე გამრავლდით არველაძეებო
giorgi
19:03 24-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული