U21. საქართველო VS სლოვაკეთი - აუცილებლად მოსაგები!

AutoSharing Option
18 ნოემბერს გორში ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც სლოვაკეთს მასპინძლობს, მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რათა III შესარჩევი ჯგუფიდან პლე ოფში გავიდეს.

მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 14:00 სთ-იდან მეორე არხი განახორციელებს.

ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა - Must Win Game, ანუ თამაში, რომელიც უნდა მოიგო - დღეს ასე დგას საკითხი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის.

14 ნოემბერს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად შოტლანდიასთან ფრე ითამაშა, არადა, 85-ე წუთამდე იგებდა. მიუხედავად ამისა, ჩივაძის გუნდი პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს და დღეს იმის იმედიც აქვს,
რომ გორში სტადიონზე ბევრი ხალხი მივა.

ასევე იხილეთ: ალექსანდრე ჩივაძე: ქომაგი კარგი თამაშით ფეხბურთელებმა უნდა აიყოლიონ

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისს გარეთ თამაში კარგად აქვს დაცდილი - ამ რამდენიმე წლის წინათ ზესტაფონში თურქეთი 4:0 დაამარცხა და იქნებ 18 ნოემბერსაც გაგვახაროს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მართლაც საინტერესო გუნდია, რამდენიმე გამორჩეული, ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს - სლოვაკეთში 0:1 წავაგეთ.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. III ჯგუფი
18.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო-სლოვაკეთი 14:00

Sportall.Ge

მომდევნო მატჩი

5 მარტი, 2014
საქართველო-ლუქსემბურგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. შოტლანდია-საქართველო 1:1 - რა ახლოს იყვნენ!.. [VIDEO]
U21. სლოვაკეთი-საქართველო 1:0 - სლოვაკები მეკარემ გადაარჩინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ტქვენ იციტ ბიჩებო წარმატებებიიიიიიიიიიი
zaza
12:43 18-11-2013
0
დღეს გამოჩნდება, უნდა გვქონდეს ამათი იმედი თუ არა. სამწუხაროდ საქართველო გადამწყვეთ თამაშებს აგებს, ამათმა თუ ეს ნავსი გატეხეს, ეს იქნება ის ფსიქოლოგიური მუხტი, რომელიც მომავალში გამოგვადგება. და კიდევ არ არის საჭირო ურა და ვაშა. ამ გუნდის დევიზი უნდა იყოს: გამარჯვება და გვახსოვდეს ჰოლანდია.
kaka
11:24 18-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული