U21. სლოვაკეთი VS საქართველო - კარგად დაწყებული კარგადვე გავაგრძელოთ

AutoSharing Option
9 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში ადგილობრივ თანატოლებთან ევროპის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ახალი საკვალიფიკაციო ციკლი ლუქსემბურგში გამარჯვებით (3:0) დაიწყეს. გოლები დავით სხირტლაძემ, მამუკა კობახიძემ და გიორგი ჭანტურიამ გაიტანეს.

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, ნათქვამია. მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგი სუსტი გუნდია, გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში დადებით ემოციებს იწვევს და იმედია, ჩივაძის ბიჭებს პოზიტიური მუხტი სადღეისოდაც ეყოფათ.

ქართველი და სლოვაკი ახალგაზრდები აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ პირველ ტურში იმავე ლუქსემბურგს სტუმრად გადაუარა -
7:1. 9 სექტემბრის შეხვედრას რაც შეეხება, ის თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩს ქალაქ სენეცის 3000-იანი სტადიონი უმასპინძლებს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ჯგუფი
9 სექტემბერი
ლუქსემბურგი-ჰოლანდია 20:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სლოვაკეთი 1 1 0 0 7-1 3
2. ჰოლანდია 1 1 0 0 4-0 3
3. საქართველო 1 1 0 0 3-0 3
4. შოტლანდია 2 1 0 1 3-4 3
5. ლუქსემბურგი 3 0 0 3 1-13 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. ლუქსემბურგი-საქართველო 0:3 - ჩივაძემ მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ 3:0 მოვიგეთ, სლოვაკიამ 7:1. გამოდის იმათმა უნდა გვაჯობონ. ოღონდ ერთი რამეა სლოვაკიისნაირი გუნდები გასლას უკეთ თამაშობენ, ანუ სწრაფი კონტრშეტევები ეხერხებათ. მოკლედ თუ ჩვენები უპრაკუნოს არ შეუტევენ, დაცვას გაამაგრებენ და კონტრშეტევას დაელოდებიან, მაშინ მოვიგებთ.
ramo
11:28 09-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული