სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა
AutoSharing Option
15:46 17-07-2017
უეფას ოფიციალურმა საიტმა საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის 10 აღმოჩენა დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი არაბიძეც მოხვდა.

"საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს, მაგრამ "შახტარის" ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისი დრიბლინგითა და დარტყმებით გამოირჩეოდა. არაბიძემ ჩეხეთთან მატჩის მიწურულს, მაშინ, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, კარში 8-ჯერ დაარტყა", - წერს უეფას საიტი ქართველზე.

არაბიძის გარდა, უეფამ ტურნირის აღმოჩენებად ეტიენ ამენიდო (გერმანია), ჯასტინ ბილოუ (ჰოლანდია), დიოგო დალოტი (პორტუგალია), ვიკტორ გიოკერესი (შვედეთი), მეისონ მოუნტი (ინგლისი), რუი პედრო (პორტუგალია), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ონდრეი შაშინკა (ჩეხეთი) და რაიან სესენიონი (ინგლისი) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო.
roma
10:32 18-07-2017
არაადეკვატურად მსჯელობთ. არაბიძე ღირსი იყო და შეიყვანეს, დარწმუნებული ვარ ჩეხეთთან რომ მოგვეგო ამ ჩემპიონატში ყველაზე ბევრი აღმოჩენა საქართველოდან იქნებოდა, კუცია ლაკვეხელიანიც და ჩანკვეტაძეც მოხდებოდა. მასე შვედეთმა 1 თამაში ითამაშა ნორმალურად პორტუგალიასთან და გიოკერესი აღმოჩენებში შეიყვანეს, იმიტომ რომ ღირსი იყო. ასე რომ დაფიქრდით ამ ბავშვებს როცა აძაგებთ, მათ ხომ მაქსიმუმი გაიღეს უბრალოდ პორტუგალიასთან გაგვწირეს და ჩეხეთთან ჩვენი დღე არ იყო, შვედეთთან ყველაფერი თავის ადგილზე იყო და მოვიგეთ კიდეც ეს ფეხბურთია და ჩვენი მომავალი ფეხბურთელები იყვნენ, დარწმუნებული ვარ ამ გუნდიდან 5 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. წარმატებები ყველა ახალგაზრდა ქართველ ტალანტს.
LIVE
01:04 18-07-2017
ჩემი პირადი აზრია არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იმსახურებდა აქ მოხვედრას ეს ალბათ უფრო რევერანსი იყო და არა რეალობა იქ სადაც უნდა ეთამაშათ ვერ ითამაშეს დაიკარგნენ და ჩეხეთთან თამაშს ამ ხალხმა საიდან უყურა მე არ ვიცი მე სტადიონზე უყურე და არაბიძის მოქმედება არ იყო შესაქები ბურთს ანელებდა ბევრს ფიქრობდა როცა უკვე ფიქრის დროც აღარ რჩებოდა მაშინ დაიწყო კარში დარტყმე და აქედან მხოლოდ ერთი იყო სახიფათო ასე რომ მადლობა მასპინძელი გუნდის დაფასებისთვის მაგრამ რეალურად არ იმსახურებდნენ ბიჭები და მათ შორის არც არაბიძე აღიარებას