სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს
AutoSharing Option
14:17 17-07-2017
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალში ინგლისმა პორტუგალიას 2:1 სძლია და პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

ცხადია, ფინალის შემდეგ პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი ელიო სოუზა დამწუხრებული გახლდათ - პორტუგალია ევროპაში პირველი გუნდია, რომელმაც 19-წლამდელთა ფინალში სამჯერ ითამაშა და სამჯერვე დამარცხდა...

"ფინალში ორმა უძლიერესმა გუნდმა ითამაშა და მიმაჩნია, რომ ინგლისზე უკეთ გამოვიყურებოდით, მეტოქეს ფიზიკურადაც ვაჯობეთ და მასზე მეტი მომენტიც შევქმენით. მაგრამ ერთადერთი ნაკლი, რაც ჩემს გუნდს ჰქონდა, იყო საგოლე შანსების რეალიზაცია... ინგლისის სიმპათიურ ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. რაც შეეხება ზოგად შთაბეჭდილებებს: მე ბოლო პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ საქართველოში კარგი პირობები დაგვხვდა, მშვენიერ მოედნებზე ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით, ორგანიზაციაც მშვენიერი იყო. ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს, ტურნირის მომსახურე პერსონალს, ჟურნალისტებს და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. ვფიქრობ, ჩვენი დამსახურებაც არის, ქომაგებს ეს ჩემპიონატი რომ მოეწონათ", - განაცხადა ელიო სოუზამ.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიტ დაუნინგი ემოციებს ვერ მალავდა:

"პირველი 25 წუთი ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვსურდა და ეს, რა თქმა უნდა, პორტუგალიის დამსახურებაც იყო, ცოტას ვნერვიულობდიც კიდეც. პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით და შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ნერვიულობის საბაბი არ გვქონდა და ისევე თავდაჯერებულად უნდა გვეთამაშა, როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში. მეორე ნახევარში ყველაფერი ბევრად უკეთ გამოგვდიოდა, გუნდურადაც, დაცვასა და შეტევაშიც და ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

მარტში ესპანეთს რომ მოვუგეთ, ამან თავდაჯერებულობა შეგვმატა. ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა, შემდეგ ჩეხეთმაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ისევე, როგორც პორტუგალიამ. ძალიან ნიჭიერი გუნდი გვყავს, ექვსი მოთამაშე 17 წლისაა და მათგან მომავალშიც ძალიან ბევრს ველით".

- U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
roma
10:51 18-07-2017
ზუსტად ისე წააგო პორტუგალიმ ინგლისთან როგორც ჩვენ პორტუგალიასთან. "კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს" ეს ფეხბურთია და არ გალანძღოთ ჩვენი ბიჭები ისინი ქებას იმსახურებენ, მათ ჩვენ კი არ შეგვარცხვინეს პირიქით აუტსაიდერები ვიყავით და ჯგუFიდან გასვლის შანსი გვქონდა ანუ ეს დადებითი შედეგია.