სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!
AutoSharing Option
13:00 17-07-2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თაობაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გაამხილა.

"წმინდა სპორტული კუთხით უეფამ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა.

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. მე არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს.

ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ორ ქალაქში თბილისსა და გორში 2 ივლისიდან 15-ივლისამდე გაიმართა.

- U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
qu-მსქროლავი Tროლი aiseli
16:44 18-07-2017
ყველგან პოლიტიკა როგორ გელანდება მართლა მსქროლავო ზალუპიავ?
quTaiseli
16:03 18-07-2017
ვინც ეს საქმე გაჩარხა ის კაცი გარდაცვლილია დათო პეტრიაშვილი უეფაში მუშაობდა. ან რა მნიშვნელობა აქ ვინ გააკეთა ხო ჩატარდა ნორმალურად და სტუმრებიც ხომ დარჩენ კმაყოფილი.რაც შეეხება შეჭმას თუ ვინმემ რამე ჭამა დიდი ხანია გაქცეულები არიან ერთი აგერ აფხაზეთში გაიქცა პირველი კიდე ჩასვეს თვითფრინავში და გაუშვეს მისმა პატრონებმა.სამწუხაროდ ესე ხდებოდა და ხდება სულ. ისე სად თქვა კობიაშვილმა რო მან გაჩარხა ეს საქმე არამგონია ეგეთი რამ ეთქვა.