ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი

AutoSharing Option
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენელებთან განვლილი ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

"პირველ რიგში მინდა გამარჯვებულს მივულოცო, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს. მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ტურნირს. ამასთანავე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან წარმატებული ჩემპიონატი. ეს უეფამ და გუნდების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. აქვე მინდა გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადავუხადო.

გრძელვადიანი ტურნირის დროს მრავალ სირთულესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი და შეგვიძლია, ვიამაყოთ. კიდევ
ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ბევრი იშრომა და ეს სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩატარდეს რეგიონებში. გორმა კი, პირველი თამაშიდან გამომდინარე დაიმსახურა, რომ ფინალური შეხვედრა აქ ჩატარებულიყო. ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა და მსურს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო"

- U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ