ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი

AutoSharing Option
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენელებთან განვლილი ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

"პირველ რიგში მინდა გამარჯვებულს მივულოცო, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს. მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ტურნირს. ამასთანავე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან წარმატებული ჩემპიონატი. ეს უეფამ და გუნდების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. აქვე მინდა გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადავუხადო.

გრძელვადიანი ტურნირის დროს მრავალ სირთულესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი და შეგვიძლია, ვიამაყოთ. კიდევ
ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ბევრი იშრომა და ეს სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩატარდეს რეგიონებში. გორმა კი, პირველი თამაშიდან გამომდინარე დაიმსახურა, რომ ფინალური შეხვედრა აქ ჩატარებულიყო. ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა და მსურს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო"

- U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფულის გარდა ვერაფერში ვერ დაგეთანხმები ბავშვთა ფეხბურთი როარაგაქ ეგ ჩვენი ბრალია რო ანგრევ ძველს ახალი უნდა ააშენო უკეთესი თუ თავიგაქ მაგისი კერძო სკოლები გაქ და რას ითხოვ ფულიროარ იშოვონ.ეს გამორიცხულია ამიტოარუნდა დაგვენგრია თავის დროზე ის სისტემა რაც გამართულად მუშაობდა.და რაც შეეხება კლუბის მეპატრონეების საკითხს გუნდი რო ფარჩაკდება ევროთასებზე აპა ვისი ბრალია თუ მეპატრონეხარ მიხედე და თუ დანიშნული დირექტორიხარ სახელმწიფომ მიხედოს და გაანთავისუფლოს.
quTaiseli
14:40 17-07-2017
0
რომელ მასპინძლობაზე ლაპარაკობს ეს უსაქმური? გორის სტადიონის მომზადებაში , ფედერაციას 1 თეთრი არ ჩაუდია და საერთო – მაგათი *ტექნიკური სამსახურის უფროსის* თქმიტ ფეხზე ეკიდათ გორი ! არადა უეფამ ფინალისთვის გორი აირცია – გაინტერესებტ რატომ ? შეხედეთ პეტრიაშვილის და მესხის სტადიონების საცოდავ მდგომარეობას და ნახავთ ! არა წესიერი განათება , არა წესიერი ბალახიის საფარი ! გორში კი ყველაფერი კარგი იყო – განსაკუთრებით განათება და მინდვრის საფარიც და ეს ყველაფერი სულ 3 *ფირმის*, თან ქართული ფირმების ამსახურებაა , რომლებმაც 1,5 თვეში სასწაული გააკეთეს და ამ ხალხს ეს უმაქნისი ფედერაცია იგნორირებას უკეთებსდა საერტოდ უცოდინარ ხალს ალევს კონტრაქტებს ! არ დაბლოკოთ კომენტარი
კახა
14:02 17-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული