ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთებს გადამყიდველები 40 ლარად ყიდიან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს, 2 ივლისს, ქალაქ გორში ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი გადამყიდველებს აქვთ.

ამ წუთებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამყიდველები არიან და ბილეთს, რომელიც სალაროში 2 ლარი ღირდა, მინიმუმ 40 ლარად აფასებენ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.